ახალი ამბები
"ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს - დიახ" - ლიეტუვას პრეზიდენტი
FaceBook
"უკრაინას ევროკავშირში მიესალმებიან", - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ტვიტერზე დაწერა.


თუმცა, მანამდე ნაუსედამ აღნიშნა მთავარი - ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს - დიახ.

"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან"
, - წერს ნაუსედა.

ევროკავშირში გაწევრების პროცედურების თანახმად, მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის შესახებ განაცხადს გააკეთებს, ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რათა მოამზადოს ანგარიში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათი პოზიცია: არის თუ არა ქვეყანა მზად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

"ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გატარებაში. უკრაინა ჩვენ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის", - ეს განცხადება კი ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია.

ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში აგრესიულ ომზე სრულად პასუხისმგებელნი არიან რუსეთი და "მისი მოკავშირე" ბელარუსი, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.

ისინი მოითხოვენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს. ამასთან, მზად არიან გააგრძელონ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე.

Print