ახალი ამბები
ქუთაისიდან უკრაინის დახმარების ფონდში 500 000 ლარამდე შეგროვდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში 500 000 ლარამდე თანხა შეგროვდა.

ომში მყოფ უკრაინელებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, უკვე გაეგზავნა ჰუმანიტარული დახმარებაც. 10 მარტს, უკრაინაში, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჯამში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული დახმარება გროვდება სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებშიც. ტვირთი გააგზავნეს სამოქალაქო აქტივისტებმაც.

როგორ დავეხმაროთ ქუთაისიდან უკრაინას ნახეთ აქ

უკრაინაში მეთექვსმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.

უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, თუმცა, ამ დრომდე დაუცველია უკრაინის ცა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს მსოფლიოს, დაიცვან უკრაინის ცა რუსეთის ავიაიერიშებისგან ან გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, რათა მათ თავად უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება.
Print