ახალი ამბები
იმერეთიდან უკრაინაში 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
FaceBook
იმერეთიდან უკრაინაში 40 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

დახმარება იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში შეგროვდა.

მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მეორე ჰუმანიტარული ტვირთიც გაიგზავნება. მერიის მიერ შექმნილ ფონდში ჩარიცხული თანხით კი, მედიკამენტებსა და საველე ჰოსპიტლების აღჭურვილობას შეიძენენ.

უკრაინაში, ქუთაისიდან ჰუმანიტარული ტვირთი სამოქალაქო აქტივისტებმაც გააგზავნეს.

როგორ დავეხმაროთ ქუთაისიდან უკრიანას ნახეთ აქ

უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.

უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, თუმცა, ამ დრომდე დაუცველია უკრაინის ცა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს მსოფლიოს, დაიცვან უკრაინის ცა რუსეთის ავიაიერიშებისგან ან გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, რათა მათ თავად უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება





Print