ახალი ამბები
,,ჩერნობილში რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს'' - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.



კულება ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი, უბრალოდ, პლანეტას ანადგურებს
'',- წერს კულება.



ცოტა ხნის ადრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის რეალური საფრთხის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორმა, "უკრენერჰომ". მისი ინფორმაციით, სადგურზე სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც სადგურს დენი არ მიეწოდება. უწყების ცნობით, თუ მისი ელექტრომომარაგება 48 საათის განმავლობაში არ მოხდა, რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი იქნება.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ასვე 4 მარტს იერიში მიიტანეს ზაპორჟიეს ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში.

Print