ახალი ამბები
ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს შეწყვეტილი სასწავლო ბინადრობის ნებართვა დღეს აღუდგინეს.


"დღეს მივიღე წერილი იუსტიციის სამინისტროდან, რომ მე მივიღე ბინადრობის ნებართვა. ასევე, ჩემთან ერთად სხვა ერაყელმა სტუდენტებმაც მიიღეს მსგავსი წერილი, რომელთაც იმავე მიზეზით ჰქონდათ შეწყვეტილი ბინადრობის უფლება. ამასწინათ მქონდა შეხვედრა უნივერისტეტის რექტორთან, რომელიც დახმარებას დაგვპირდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას" - ამბობს ერაყელი სტუდენტი, ესამ მუჰსენ ალოანი, რომელიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტია.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ესამ მუჰსენ ალოანს და სხვა ერაყელ სტუდენტებს სასწავლო ბინადრობის ნებართვა შეუწყვიტა. გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ სტუდენტების მიმართ არსებობდა უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ " საქართველოს კანონის მე-18 მუხლის "ა" და "გ"ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

თუმცა დღეს აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ შეცვალა და ერაყელ სტუდენტებს სასწავლო ბინადრობის ნებართვა მისცა.
Print