ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სოციალური პროგრამებისთვის ონლაინ პლატფორმა შექმნა
FaceBook
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით ონლაინლპატფორმა შექმნა.


"იპოვეთ თქვენზე მორგებული პროგრამა" - ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანდება ქუთაისში მოქმედი ყველა სოციალური პროგრამა.

"ჩვენ ვახორციელებთ, 31 სოციალურ პროგრამას, თუმცა, მოქალაქეებისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.  ამიტომაც, გადავწყვიტეთ,  შეგვექნა ერთიანი პლატფორმა, სადაც ამ მიმართულებით ყველანაირი ინფორმაცია იქნება მარტივად გასაგები. პირადი ნომრით და ბენეფიციარის შესაბამისი სტატუსის შეყვანით,  პლატფორმა თავად შესთავაზებს თუ რა პროგრამა ერგება  მას", - განმარტა საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ.

პორტალი kutaisi.gov.ge - ზე იქნება მიბმული, თუმცა, ახალი პლატფორმის ცალკე ონლაინ მისამართი Social.kutaisi.gov.ge იქნება.

მერის მოადგილის განმარტებით, გარდა სოციალური პროგრამებისა, ვებგვერდზე იქნება ინფორმაცია ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარულ დეპუტატებზეც, რაც მისი თქმით, გაამარტივებს  მოქალაქეებთან კომუნიკაციას.

სოციალური პორტალი მომდევნო კვირას გააქტიურდება.

ქუთაისის მერია წელს 31 სოციალურ პროგრამას (მათ შორის ჯანდაცვის) ახორციელებს,  რომლის მთლიანი ბიუჯეტი  6 მილიონ ლარზე მეტია.



Print