ახალი ამბები
ბოლო 13 დღეში საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა
FaceBook
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე,  საქართველოში 20 000 - ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.


ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ციფრი 70%-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე მაჩვენებელზე.

,,ომის დაწყებიდან, 13 დღის განმავლობაში არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული, ანალოგიურ პერიოდში. აქედან ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც, გაჩერებული ფრენების გამო ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სტამბოლში, ანკარაში, ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. რა თქმა უნდა, ამ ხალხის შემოსვლაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად ითვლება, თუმცა, ტოვებენ ქვეყანას და გადიან. ნახევარიც არ რჩება'',
- განაცხადა მინისტრმა.

გომელაურის თქმით, ამ ეტაპზე, რუსეთის იმ მოქალაქეებიდან, რომლებმაც ბოლო პერიოდში სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს, 3 000 მოქალაქე საქართველოში რჩება და მათ ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებიათ.
Print
თეგები: #გომელაური