ახალი ამბები
"ჩვენი ამოცანაა გავძლოთ 7-10 დღე" - უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი
FaceBook
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკო ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი უახლოეს დღეებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, რომლის ავანტიურა ძალიან შორს წავიდა, იძულებული გახდება ეს გააკეთოს. მანამდე კი უკრაინის მთავარი ამოცანაა ფიზიკურად გაუძლოს თავდასხმებს. ვადიმ დენისენკო მიიჩნევს, რომ პუტინის უკანდახევაში ამერიკის მიერ ნავთობსა და გაზზე დაწესებული ემბარგო, მთავარ როლს შეასრულებს.

"რუსეთის ფედერაციამ ვერ გაიგო, რამდენად შორს წავიდა პუტინი თავისი ავანტიურით. მათ ახლა სჭირდებათ, რომ რაღაც სახის გამარჯვებას მაინც მიაღწიონ, ვიდრე პროდუქტიულ მოლაპარაკებებს აიძულებენ. ჩვენი ამოცანაა, გადავრჩეთ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს
", - აცხადებს მინისტრის მრჩეველი.

უკრაინაში მეთოთხმეტე დღეა ომი მიმდინარეობს. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა რუსეთიდან გაზსა და ნავთობს აღარ იყიდის. მან, ვრცელი გამოსვლისას, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება დაანონსა.

Print