ახალი ამბები
McDonald’s რუსეთში ყველა რესტორანს ხურავს
FaceBook
რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში McDonald’s,  რუსეთში  850-ივე რესტორანს დროებით ხურავს.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია გააგრძელებს ხელფასების გადახდას კომპანიის 62 000 თანამშრომლისთვის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი დატოვა თითქმის ყველა დიდმა საერთაშორისო კომპანიამ.

უკრაინაში მეთოთხმეტე დღეა ომი მიმდინარეობს. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა რუსეთიდან გაზსა და ნავთობს აღარ იყიდის. მან, ვრცელი გამოსვლისას, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გეგმა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება დაანონსა.

Print
თეგები: #McDonald’s #რუსეთი