ახალი ამბები
რუსეთი სანქციების რაოდენობით „რეკორდსმენი“ ქვეყანაა
FaceBook
5532 - ეს იმ სანქციების რაოდენობაა, რომლებიც რუსეთს მსოფლიომ დააკისრა. 


ამაზე მიუთითებს სანქციების, საექსპორტო კონტროლის და ჯარიმების საერთაშორისო ბაზის Castellum.ai - ის მონაცემები.

რუსეთის მიერ ლუჰანსკისა და დონეცკის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებას შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა 22 თებერვალს  ათასობით სანქციით უპასუხეს. ეს ციფრი ყოველწუთიერად შეიძლება გაიზარდოს.

რუსეთს სანქციები 2014 წელსაც დაედო ყირიმის ანექსიის და სხვა ქმედებების გამო.

მაშინ რუსეთს  2754 სანქცია დაეკისრა.

2014 წელს ყველაზე მეტი სანქცია ოკუპანტ სახელმწიფოს აშშ-მ დაუწესა - 1194

კანადა - 908

შვეიცარია - 824

საფრანგეთი - 760

ევროკავშირი -766

ავსტრალია - 633

2022 წლის 22 თებერვლის შემდეგ, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების რიცხვი 2778-ით,  5532- მდე გაიზარდა.



2022 წელს რუსეთს ყველაზე მეტი სანქცია შვეიცარიამ დაუწესა. 

შვეიცარია  - 568

ევროკავშირი - 518

საფრანგეთი - 512

ავსტრალია - 413

კანადა - 454

აშშ - 243

გაერთიანებული სამეფო - 35

იაპონია  - 35

თუკი 2014 წელს რუსეთს ირანი უსწრებდა, ახლა მან ყველა ჩამოიტოვა და სავარაუდოდ, დიდი ხნით შეინარჩუნებს პირველობას. 

რუსეთი -  5532 სანქცია

ირანი - 3616 სანქცია;

სირია - 2608 სანქცია;

ჩრდილოეთ კორეა - 2077 სანქცია.

ვენესუელა 651

მიამარი 510

სანქციებთან ერთად რუსეთის ბაზრიდან გავიდა ასობით დიდი კომპანია, წევრობა შეუჩერა ათობით სპორტულმა ფედერაციამ და თანამშრომლობა შეწყვიტა მსოფლიოს დიდმა თეატრებმა და კინოფესტივალებმა.

უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის გამო, მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო, რის პასუხადაც, რუსეთმა მის მიერვე შედგენილ "არამეგობრული ქვეყნების" სიაში ჩვენი ქვეყანა არ შეიყვანა. 




Print