ახალი ამბები
"რუსეთის ჯარის თითქმის 100% უკვე უკრაინაშია''- პენტაგონი
FaceBook
პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული სამხედრო ძალების თითქმის 100% უკვე უკრაინაში იმყოფება. მათივე თქმით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 625 რაკეტა გაისროლა.


უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.

გუშინ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.
Print
თეგები: #პენტაგონი