ახალი ამბები
ზესტაფონში შენობის დემონტაჟს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
ზესტაფონში, შენობის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.


ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია.

,,დემონტაჟი მიმდინარეობდა, სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია"
, - ამბობს ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ლელა გორგაძე.

შენობა, რომლის დემონტაჟიც მიმდინარეობდა, კერძო საკუთრებაა.
Print
თეგები: #ზესტაფონი