ახალი ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აწესებს
FaceBook
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს.

ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები",
- ნათქვამია  საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონკრეტული თარიღი, როდის ამოქმედდება ახალი სავიზო რეჟიმი, მოგვიანებით დაზუსტდება.

აქამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები.
Print