ახალი ამბები
რუსეთმა "არამეგობრული ქვეყნების" სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველო არ შედის
FaceBook
რუსეთი საქართველოს მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს.


რუსეთის მიერ გამოქვეყნებული "არამეგობრული ქვეყნების" სიაში, ჩვენი ქვეყანა არ მოხვდა. ჩამონათვალში არ არის არც ერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა, გარდა უკრაინისა და ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთისა, რომლებიც ბალტიის სახელმწიფოებია. 


ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, ტაივანი (ჩინეთი), უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.

საქართველო ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა.
Print