ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს გენდერული საბჭოს ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, რომელიც გენდერული თანასწორობის წინა მოწვევის საბჭოს ხელმძღვანელობდა, ახალი უფროსი წარადგინა.


საბჭოს, საკრებულოს უმრავლესობის წევრი მაგდა კოსტავა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ირაკლი შენგელიამ, ახალი თავმჯდომარე დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო. მან განვლილი სამი წელიც შეაფასა.

"სამი წლის განმავლობაში საბჭომ ბევრი პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღო გენდერული პოლიტიკის და თანასწორობის აქტუალიზაციისთვის. ახალგაზრდების ჩართულობა და მუნიციპალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა - ეს იყო ის ძირითადი პრაქტიკული შედეგები, რასაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ. ეს არის ერთგვარი დეკლარირება ახალგაზრდა ქალი ლიდერების წარმოჩენის და მათ შორის, პოლიტიკაში ჩართვის", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ახალარჩეული ხელმძღვანელი მაგდა კოსტავა ამბობს, რომ, ჯერ საბჭოს ფორმირება უნდა მოხდეს, შემდეგი ნაბიჯი კი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაა.

"პირველ ეტაპზე სამუშაო გვაქვს საბჭოს ფორმირებაზე. უნდა გამოიკვეთოს საბჭოს წევრები, ვინ რჩება და ვინ ემატება. შემდეგ, საბჭოს წევრებთან ერთად დაიწყება სტრატეგიაზე მუშაობა", - აღნიშნა მაგდა კოსტავამ.

წინა მოწვევის საკრებულოს გენდერული საბჭო 19 წევრისგან შედგებოდა. ამჯერად, მიღებული დოკუმენტი არ განსაზღვრავს თუ რამდენ წევრიანი უნდა იყოს საბჭო, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის ხელმძღვანელს ორი მოადგილე და ერთი მდივანი ეყოლება.
Print