ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია შეიქმნება
FaceBook
მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, საუბრის ძირითადი ნაწილი თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასა და წამლების გაიაფების საკითხს დაუთმო.

მისი თქმით, ქვეყანაში წამლების შემოტანის პარალელურად, მნიშვნელოვანია მათი ხარისხის კონტროლი, რისთვისაც, საქართველოში ხარისხის ლაბორატორია შეიქმნება.

"გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები შემოსულია საქართველოში და ხელმისაწვდომია აფთიაქებში. მინისტრი აზარაშვილი მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, იმისთვის, რომ ყველა წამალი, ადგილზე წარმოებული თუ შემოტანილი, იყოს მაღალი ხარისხის",
- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
Print