ახალი ამბები
"პროვოკაციების მიუხედავად, ვინარჩუნებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობას"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს შეეხო.

მან მეგობარ სახელმწიფოში ომის ფონზე, მმართველი გუნდის ნაცნობი სახელისუფლებო რიტორიკით ისაუბრა და თქვა, რომ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს.

"ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამას გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანას ჩვენ შევინარჩუნებთ და შევინარჩუნეთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება"
, - განაცხადა სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან საუბრის ძირითადი ნაწილი თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნას დაუთმო და თქვა წამლების გაიაფების პროცესი დაიწყო.

Print