ახალი ამბები
როგორი ამინდია კვირის განმავლობაში მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

ამინდის მოკლევადიანი სინოპტიკოსის დოდო გვაზავას თქმით, შვიდ მარტს მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-12 0 იქნება.

8-9 მარტს ქარი გაძლიერდება, ხოლო ტემპერატურა დაიკლებს 6-8 0- მდე.

10 -11 მარტს, სინოპტიკოსის თქმით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში, შესაძლოა, მოთოვოს.

კვირის ბოლოს ჰაერის ტემპერატურა 4-6 0 - მდე დაეცემა.
Print
თეგები: #ამინდი