ახალი ამბები
"თქვენ ხართ შეუდარებლები" - უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის მიმართვა ქუთაისში აქციის მონაწილეებს
FaceBook
ქუთაისში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილებს  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიმართა. 
ანდრეი კასიანოვმა  მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ღიად გამოხატული მხარდაჭერისთვის.

"თქვნ ხართ შეუდარებელები. უკრაინელები გრძნობენ თქვენს გვერდით დგომას. უკრაინაში იბომბება საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოქალაქეები. მინდა გამოვხატო ჩემი აზრი, რომ ომის დასასრული მალე იქნება. უკრაინამ დაამტკიცა თავისი არჩევანი, რომ  მზად არის ევროპული ოჯახის წევრი იყოს", - განაცხდა მიმართვის დროს დიპლომატმა. 

დღეს,  ქუთაისში კიდევ ერთხელ დაგმეს  ოკუპანტი რუსეთის უკრაინაში შეჭრა  და მებრძოლ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"უკრაინელი ხალხი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა იბრძოლო არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს გადასარჩენად. სოლიდარობა და დიდება უკრაიბელ ხალხს", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. 


სოლიდარობის აქციაზე სამოქალაქო ატივისტების ორგანიზებით მოქალაქეებმა  უკრაინელი ხალხისთვის სხვადასხვა პირველადი ნივთი საკვებიც მიიტანეს.

ჰუმანიტარული დახმარება

უკრაინაში 11 დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში ისევე, როგორც საქართველოს ქალაქებში, ქუთაისშიც სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
Print