ახალი ამბები
პუტინი ამბობს, რომ უკრაინა სახელმწიფოებრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
FaceBook
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პრაქტიკულად უკრაინის სახელმწიფოებრიობას ემუქრება.

მისი თქმით, უკრაინის მოქმედი ხელისუფლება, საკუთარი მოქმედებებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მომავალს.

"ადამიანებმა, რომლებსაც ამის გაგება არ სურთ, უნდა გაიგონ, რომ თუ გააგრძელებენ იმას, რასაც ახლა აკეთებენ, ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს. თუ ეს მოხდება, ეს მთლიანად მათ ნამუსზე იქნება",
– განაცხადა პუტინმა.

მანამდე მან თქვა, რომ თუ უკრაინა ბირთვულ კომპლექსებს მისი კონტროლის ქვეშ განათავსებს, რუსეთის უსაფრთხოების საკითხი რადიკალურად შეიცვლება და მის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს რუსეთი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეყოლება მიზანში.

"თუ უკრაინელები განათავსებენ ამ (ბირთვულ) კომპლექსებს კონტროლის ქვეშ, ამ წამიდან რუსეთის ბედი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. შემდეგ ჩვენ სტრატეგიულ მოწინააღმდეგეს აღარ დასჭირდება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, პირდაპირ ბირთვულ სამიზნეში ვეყოლებით ამოღებული. როგორ დავხუჭავთ ამაზე თვალს"? - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სწორედ ამ საფრთხის განეიტრალებას და რუსეთის მომავალს ემსახურებიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან.
Print