ახალი ამბები
"თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც წარმოადგენს საქართველოს ღირსებას" - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ, თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ.

"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას და ამისთვის დიდი მადლობა",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ევროპის ხუთ ქალაქს, მათ შორის თბილისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ მიმართა. მან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, დამარცხდება ევროპა, ამიტომ, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის გადასარჩენად.
Print