ახალი ამბები
უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პორტალზე რეგისტრირებულ პირს, სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს სისხლის ამღებ პუნქტში. ჩაბარებული სისხლი ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე – https://donor.moh.gov.ge/
Print