ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის შენობიდან დროშები ჩამოხსნეს
FaceBook
ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის შენობაზე გამოფენილი საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ჩამოხსნილია.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ დროშები ძლიერმა ქარმა დააზიანა.

"დროშები ძლიერი ქარის გამო დაზიანდა. შენობაზე ახალი დროშები დღის ბოლომდე განთავსდება", -
აცხადებენ მერიაში.

ლადო მესხიშვილის თეატრის ფასადზე ევროკავშირის, საქართველოს და უკრაინის დროშები პირველ მარტს გამოფინეს, რასაც წინ სამოქალაქო აქტივისტების აქციები უძღოდა, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ. მანამდე, ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადმოფინეს.
Print