ახალი ამბები
უკრაინელი ხალხისთვის ქუთაისიდან ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
FaceBook
ქუთაისიდან უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა.
ომში მყოფ უკრაინელ ხალხს პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები ადგილობრივებმა შეუგროვეს. ჰუმანიტარული დახმარება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზებით შეგროვდა.  

ტვირთი თბილისში, უკრაინის საელჩოში უკვე გაიგზავნა, რომელიც მის უკრაინაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

"წარმოუდგენელი დახმარება და სიკეთე  გამოიჩინა ქუთაისმა. ყველაფერი მოჰქონდათ, რაც  კი შეიძლება დაეხმაროს ომში მყოფ ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, ტანსაცმელები, საკვები და ჰიგიენური საშუალებები. უკრაინელები არიან  ჩვენი მოძმე ხალხი და ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან დახმარებას", - თქვა  უნივერსიტეტის  პრორექტორმა შალვა კირთაძემ. 

წერეთლის უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება სამი დღის წინ დაიწყო. დახმარების აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, უკრაინელი ხალხისთვის პუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.

უკრაინაში მეცხრე დღეა ომია.  რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.




Print