ახალი ამბები
ქუთაისში გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოები მოეწყობა
FaceBook
ქუთაისის მერია, მრავალწლიანი დაპირების შემდეგ, მოსაცდელებთან ელექტრონულ ტაბლოებს მოაწყობს.

დაპირების შესრულება ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც პროექტი "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეირჩა. შესაბამისად, ტაბლოების მოწყობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საუბარია 1 155 599 ლარზე, რომელიც შესაბამისი მოწყობილობის 108 გაჩერებაზე დამონტაჟებას გულისხმობს. ტაბლოების მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ტენდერის პირობების მიხედვით, ქალაქის მასშტაბით არსებული მოსაცდელების ტაბლოებით აღჭურვა, მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის მერიას არ შეუსრულებია 2016 წლის დაპირება, რომელიც მოსაცდელებში ყავის აპარატებისა და ბანკომატების მოწყობას გულისხმობდა. ეს ვალდებულება 2016 წელს "ვისოლ ჯგუფმა" აიღო, თუმცა, არ შეასრულა.

ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანის მიუხედავად, კვლავ პრობლემაა ქალაქში გადაადგილება. ქალაქის ზოგიერთ გარეუბანში ავტობუსები ნახევარსაათიანი ინტერვალით მოძრაობენ.
Print