ახალი ამბები
ევროკავშირის ქვეყნებში, უკრაინელმა ლტოლვილებმა ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღეს
FaceBook
უკრაინელმა ლტოლვილებმა ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის სამწლიანი უფლება მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ 875 000-  მდე ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. ნახევარზე მეტი (454 000) წავიდა პოლონეთში, 116 000 -  უნგრეთში, 67 000 - სლოვაკეთში, 45 000 - რუმინეთში და 79 000 მოლდოვაში.

"ევროკავშირი ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების, მცხოვრებლებისა და რეზიდენტების უფლებას, იცხოვრონ, იმუშაონ, მიიღონ სამედიცინო დახმარება, საცხოვრებელი და განათლება დაუყოვნებლივ ერთ წლამდე, თავშესაფრის ხანგრძლივი პროცედურების საჭიროების გარეშე. თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება ან ლტოლვილები უსაფრთხოდ ვერ დაბრუნდებიან, ეს სტატუსი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი ​​ წლით". - წერია განცხადებაში.

უკრაინა მერვე დღეა რუსეთი თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
Print