ახალი ამბები
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეხიდით თბილისს მიმართავს
FaceBook
დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს.
ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია "ფორმულა".

უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყების დღიდანვე ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ  საქართველოში ხალხი უკეთესია, ვიდრე მთავრობა. 

უკრაინა უკვე მეცხრე დღეა  რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
Print