ახალი ამბები
რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა
FaceBook
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლებს შორის.

მოლაპარაკებების შედეგად მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ ცეცხლი მხოლოდ იმ ადგილებში შეწყდება, სადაც მედიკამენტებისა და საკვების შეტანა მოხდება.

"სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის შედეგები, რისი იმედიც გვქონდა. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ განვიხილეთ ჰუმანიტარული ასპექტი. ძალიან ბევრი ქალაქი არის გარშემორტყმული და იქ დრამატული სიტუაციაა საკვებთან, მედიკამენტთან და ევაკუაციასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხორციელდება ერთობლივი ჰუმანიტარული კორიდორი მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად და ასევე, მედიკამენტებისა და საკვების შესატანად. მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჰუმანიტარული მისია განხორციელდება, ბრძოლები დროებით შეწყდება",
- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და მალე გაიმართება მესამე რაუნდი.

უკრაინა მერვე დღეა რუსეთი თავდასხმებს იგერიებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.
Print