ახალი ამბები
საქართველო უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის შესახებ ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვას უერთდება
FaceBook
მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოცაა, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს (ICC) მიმართა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის
შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა.

მისი თქმით, ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური მიმართვაა, რომელიც ICC - ს მიუღია, მისი ხელმომწერების რაოდენობიდან გამომდინარე.

1 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, „სავარაუდო ომის დანაშაულებისა“ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.


უკრაინაში მერვე დღეა ომი მიმდინარეობს.უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი აკრძალულ იარაღს იყენებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.
Print