ახალი ამბები
ქუთაის-გაენათის ეპარქია უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიამ, მეგობარი უკრაინელი ხალხისთვის საკვების და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება დაიწყო.

პროდუქტები და ტანსაცმელი, დახმარების მსურველებს, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მენელსაცხებლე დედათა სახელობის ტაძარში მიაქვთ. 

რა თანხას გაიღებს თავად ეპარქია ამ მიზნით, მოძღვარი მატათა ქარქაშაძე  ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. 

ქუთაისში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში უკრაინელი ხალხისთვის პუმანიტარულ  დახმარებას აგროვებენ. 

უკრაინაში მერვე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს. რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების  აღებას.






Print