ახალი ამბები
უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა
FaceBook
ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ომის დაწყებიდან 7 დღე გავიდა - უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ". - წერს გაეროს წარმომადგენელი ტვიტერის გვერდზე.


უკრაინაში მერვე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის აღებას.

Print