ახალი ამბები
ხვალ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს წარადგენს
FaceBook
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეაქვს.

ირაკლი კობახიძის თქმით, განაცხადი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს 3 მარტს წარედგინება.

"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, დაუყოვნებლივ წარადგინოს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით, უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ",
- განაცხადა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის მოთხოვნა არარელევანტური იყო.
Print