ახალი ამბები
სოლიდარობა უკრაინას - ენმ 3 მარტს ავტომანქანებით მსვლელობას გეგმავს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია 3 მარტს  უკრაინის მხარდასაჭერ აქციას მოაწყობს.

სოლიდარობის ნიშნად, დაგეგმილია ავტოკოლონით მსვლელობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ძეგლიდან დაიწყება. 

ქუთაისში,  ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უკრაინის მხარდასაჭერი აქციები ომის დაწყების დღიდან მიმდინარეობს. 

უკრაინა მერვე დღეა აგრესორი რუსეთის თავდასხმას იგერიებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის აღებას.






Print