ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრი უკრაინელ ბავშვებს სპექტაკლებზე უფასოდ დასწრებას სთავაზობს
FaceBook
ქუთაისის თოჯინების თეატრი, უკრაინელ ბავშვებს სპექტაკლებზე დასწრების საფასურს არ გადაახდევინებს. 

თეატრი უკრაინის მიმართ სოლიდარობას ამ ფორმით გამოხატავს. 

„სოლიდარობის აქცია მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ: ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი მოგმართავთ ყველა სასტუმროს და კერძო პირს, ვისთანაც იმყოფება უკრაინელი მოქალაქეები  - ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობაა მოვიწვიოთ თოჯინურ წარმოდგენებზე ბილეთების გარეშე, რომ გამოვხატოთ მხარდაჭერა და ადამიანური სიყვარული გმირი ხალხის მიმართ“
, - წერია განცხადებაში, რომელიც თეატრის ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული.

სპექტაკლებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეატრს ნომერზე  - 0431245205.  

თოჯინების თეატრში სპექტაკლები შაბათს - 12 საათზე, კვირას  - 13 საათზე ტარდება.

უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები, ჯერჯერობით, არ იგეგმება ქუთაისის სხვა სახელმწიფო თეატრებში.

უკრაინაში მეშვიდე დღეა ომი მიმდინარეობს.

რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის აღებას.

Print