ახალი ამბები
Wizz Air-ი უკრიანელი ლტოლვილებისთვის უფასო ბილეთებს გამოყოფს
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air უკრაინელი ლტოლვილებისთვის 100 000 უფასო ბილეთს გამოყოფს.

კომპანიამ ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მსურველებს გაფრენა მარტში, უკრაინის ოთხი მეზობელი ქვეყნიდან შეეძლებათ.

"Wizz Air უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარება, რომ მათთვის სასურველ დანიშნულების ადგილს მიაღწიონ, სადაც არ უნდა იყოს ის. ამიტომ, მათთვის 100 000 უფასო ბილეთს გამოვყოფთ. მსურველებს მარტში გაფრენა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და რუმინეთიდან შეეძლებათ. სხვა ლოკაციებზე კი მათ ფასდაკლებებს შევთავაზებთ", - წერია ავიაკომპანიის ფეისბუქის გვერდზე.

Wizz Air-მა რუსეთის მიმართულებით ფრენები 28 თებერვალს შეწყვიტა.


უკრაინაში მეშვიდე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის აღებას.
Print