ახალი ამბები
"პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით" - ჯო ბაიდენი
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო ამისთვის მზად იყო.


"ექვსი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა სცადა შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძველი, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ის თავისი მუქარით. მაგრამ მან არასწორი გათვლა გააკეთა. იფიქრა, რომ მსოფლიო შეეგუებოდა ამას, ამის ნაცვლად კი მან მიიღო წინააღმდეგობის ის კედელი, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა: ის შეხვდა უკრაინელ ხალხს. პუტინი შეცდა. ჩვენ მზად ვიყავით" - განაცხადა ბაიდენმა.

უკრაინაში მეშვიდე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს და ცდილობს კიევის აღებას.
Print