ახალი ამბები
ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები შიმშილობის აქციით იმუქრებიან
FaceBook
რუსთავი 2-ისმხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სამი ახალგაზრდის: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას ოჯახის წევრები შიმშილობის აქციის მოწყობით იმუქრებიან.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის არასასურველი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

"სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში არ ვიმყოფები და გული მწყდება. მიმდინარე მდგომარეობამ მოითხოვა, რომ მე შვილების სარჩენად თურქეთში წავსულიყავი. მირიანის და მისი მეგობრების გვერდით ახლა გამოუვალი მდგომარეობაა. ველოდები განაჩენს და თუ სასამართლო მათი განთავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ დაკავებულების ოჯახის წევრები მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს" - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის, მირიან დეისაძის და, მირანდა დეისაძე.

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის მიმართ მიყენებული მატერიალური ზარალი ექსპერტმა 70 ლარით შეაფასა. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით დეპუტატის პიჯაკის ზიანი 20 ლარით, ხოლო სათვალე 50 ლარის ზიანით შეფასდა.

ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძისა და კახა გაბუნიას სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს 12 საათზე დაიწყება.

თეონა წითაძე
Print