ახალი ამბები
უცნობმა პირმა ქუთაისის მერიის შესასვლელი კარის შუშები ჩაამსხვრია
FaceBook
ქუთაისის მერიის შენობის შესასვლელ კარს უცნობმა პირმა ქვები დაუშინა.

თავდასხმის შედეგად მინის კარი ჩაიმსხვრა. როგორც მერიის თანამშრომლები ამბობენ, მამაკაცი უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდა.

„ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და კარს ქვები დაუშინა. თანამშრომლებს საფრთხე შეგვიქმნა. უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდა, მაგრამ ეს რა პროტესტია?!"
, - ამბობენ მერიის თანამშრომლები, რომლებიც ინციდენტის დროს ადგილზე იყვნენ.

ამ დროისთვის მამაკაცი პოლიციას მერიის შენობაში ჰყავთ დაკავებული.

უკრაინაში მეექვსე დღეა რუსული აგრესიის მიზეზით ომი მიმდინარეობს. 

საქართველოს ხელისუფლება „ტვიტერზე“ გამოცხადებული სოლიდარობით შემოიფარგლა. მთავარობა არ შეუერთდა სანქციებს, რომლებიც რუსეთს მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაუწესა. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე ხელი შეუშალა ქართველ მოხალისეებს, რომელთაც უკრაინაში ბრძოლის სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ მოხალისეებისთვის უკრაინიდან გამოფრენილ თვითმფრინავს თბილისში დაშვების უფლება არ მისცა.  


Print