ახალი ამბები
ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან გაიწვია.

ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების გამო მიიღო. იგორ დოლგოვთან ერთად, უკრაინის კიდევ ერთი ელჩი გაწვეულია ყირგიზეთიდან. 

"დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე, ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე, სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო
" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო გამოსვლაში.

უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
Print