ახალი ამბები
დღეიდან აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება
FaceBook
პირველი მარტიდან  ტელევიზიასა და ქართულ ვებ-გვერდებზე აზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება. სათამაშო ბიზნესი რეკლამირებას ვეღარც გარე სივრცეში შეძლებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის  29 ნოემბერს მიიღო.

შესაბამისი ცვლილება "თამაშების შესახებ კანონპროექტში" უკვე ასახულია და ის პარლამენტმა დაამტკიცა.

დღეიდან, ასევე იკრძალება თამაშების უცხოურ საიტებზე ქართული ბარათით თანხის გადარიცხვაც.

ახალი რეგულაციებით, იცვლება ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმიც. 25 წლამდე პირები კი თამაშში ჩართვას საერთოდ ვერ შეძლებენ.

პარალელურად, იზრდება შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების რაოდენობა.





Print