ახალი ამბები
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ვითიბი ბანკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ვითიბი ბაკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კონკურსის გზით შერჩეული ბანკი მოემსახურება. 

,,ჩვენ ვთანამშრომლობდით "ვითიბი ბანკთან", ხელფასებიც და სტიპენდიებიც ამ ბანკში ირიცხებოდა, თუმცა, ახლა გავწყვიტეთ ხელშეკრულება და ღია კონკურსი გამოვაცხადეთ ახალ ბანკთან თანამშრომლობისთვის',
- ამბობს უნივერსიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თეა ვალიშვილი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუშინ უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.  ისინი პირველადი მოხმარების ნივთებსა და ტანსაცმელს აგროვებენ, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.

უკრაინა მეექვსე დღეა რუსული ჯარის თავდასხმებს იგერიებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან  — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).







Print