ახალი ამბები
ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა
FaceBook
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასჯელი მოიხადა.

მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. ყოფილ პატიმარს საპატიმროსთან ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

ბაჩო ახალია თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წელს დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საპატიმრო გასული წლის 6 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მსჯავრდებულისთვის სასჯელის ათვლა განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყო.
Print