ახალი ამბები
უკრაინა, საქართველო, ევროკავშირი - დროშები მესხიშვილის თეატრის შენობაზე
FaceBook
ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობის აქციების შემდეგ, ქუთაისის მერიამ უკრაინის დროშა გამოფინა, თუმცა, არა ადმინისტრაციულ შენობაზე, არამედ, მესხიშვილის თეატრის ფასადზე.

ომში მყოფი მეგობარი ქვეყნისთვის მხარდაჭერის ამ ფორმით გამოხატვის გადაწყვეტილების მისაღებად, ადგილობრივ თვითმმართველობას ხუთდღიანი აქციები დასჭირდა.

მანამდე, მერიის შენობაზე უკრაინის დროშა
ოპოზიციამ გადმოფინა.

ქუთაისის  მერმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ტექსტი ომიდან მეოთხე  გამოაქვეყნა. მერიაში ამბობენ,  რომ სინამდვილეში ქალაქის ხელმძღვანელობას ომის პირველი დღეებიდან აქვს კომუნიკაცია უკრაინაში
დაძმობილებული ქალაქების   ხელმძღვანელობასთან.

უკრაინა მეექვსე დღეა  იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).




Print