ახალი ამბები
"კადრი-ქუთაისი" - ფოტოგამოფენა ქუთაისში
FaceBook
გამოფენა დღეს 17:00 საათზეა დაგეგმილი.

ქუთაისში, დღეს "თიბისი" გალერეაში ფოტოკონკურსის "კადრი-ქუთაისი"ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენა 17:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც გამოფენილი იქნება მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრების  ნამუშევრები.

ფოტოსურათებზე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული კლუბის წევრების მიერ სხვადასხვა ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტონამუშევრები.

გამოფენის ფარგლებში ასევე,  გაიმართება შეხვედრა ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან, რომელიც კონკურსის მონაწილეებსა და ყველა ფოტოგრაფიით დაინტერესებულს, ფოტოხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ გაესაუბრება.
Print