ახალი ამბები
უკრაინაში პატიმრებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, საომრად ათავისუფლებენ
FaceBook
უკრაინაში პატიმრებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, საომრად გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციისას ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, თუმცა თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ოკუპანტებთან ბრძოლა შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს.

უკრაინული გამოცემის UNIAN-ი განმარტებით, პატიმრობიდან გათავისუფლებულებს დანაშაულის გამოსყიდვა ყველაზე ცხელ წერტილებში შეეძლებათ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის თავის გამოსვლაში ევროკავშირს მიმართა და სასწრაფოდ უკრაინის გაწევრიანება მოითხოვა. მისი თქმით, უკრაინამ ეს დაიმსახურა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ევროკომიის პრეზიდენტ ურსულა დერ ლეინერს და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა. ზელენსკის განმარტებით, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მისაღებად, ახალი პროცედურები უნდა შემუშავდეს.

ზელენსკიმ მის გამოსვლაში უკაინელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"როცა პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინის წინაშე და ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას'',- განაცხადა ზელენსკი.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.


Print