ახალი ამბები
საქართველომ ევროპის საბჭოზე რუსეთისთვის უფლებების შეჩერებას მხარი დაუჭირა
FaceBook
საქართველომ ევროპის საბჭოზე რუსეთისთვის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ფორმატში და დონეზე იქნება გამოხატული უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა.

"იქნებოდა ეს ეუთოს მინისტერიალი თუ გაეროს ფორმატში, ყველა დონეზე გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ეუთოს მინისტერიალში და საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს, რითაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ასევე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ. ასევე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა, აგვისტოს ომზეც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს პროვოკაცია თავიდან ვერ აირიდა და საპასუხოდ დაკარგა ტერიტორიები. მან ოპოზიციას რადიკალური უწოდა და თქვა, რომ მათ უკრაინაში ომი უხარიათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, თუმცა, მეგობარ ქვეყანაში ომის ფონზეც კი, მისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაუთმო.

პრემიერმა გაიმეორა სახელისუფლებო რიტორიკა იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა 2008 წელს პროვოკაცია თავიდან ვერ აირიდა და საპასუხოდ დაკარგა ტერიტორიები. მან ოპოზიციას რადიკალური უწოდა და თქვა, რომ მათ უკრაინაში ომი უხარიათ.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print