ახალი ამბები
Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს
FaceBook
ავიაკომპანია Wizz Air რუსეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს.
კომპანიის განცხადებით, სანქციების პაკეტის გათვალისწინებით, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება.

"იმ სანქციების პაკეტის გათვალისწინებით, რომელზეც ევროპელი და აშშ-ის ლიდერები შეთანხმდნენ, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთში თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომას, თუ ისინი დაგვჭირდება. ამიტომ, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ ფრენების აღდგენა შესაძლებელი გახდება უახლოეს მომავალში'',
- ნათქვამია კომპანიის მიერ გავერაგებულა განცხადებაში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ ჯავშნები რუსეთის ქალაქების მიმართულებით, კომპანიის თქმით, შეუძლიათ მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია wizzair.com-ზე, ან დაუკავშირდნენ ავიაკომპანიის ქოლ-ცენტრს ნომერზე: +380 893 202 532.

ავიაკომპანია მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ყაზანში ოპერირებდა.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print