ახალი ამბები
"ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და მოითხოვეს ომის შეწყვეტა უკრაინაში.

მათ ასევე გააკრიტიკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადეს, რომ ქვეყნის მეთაურის პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით მიუღებელია და ის ქართველი ხალხის შეხედულებებს არ გამოხატავს.

"პრემიერო დაბრუნდით თქვენ სამშობლო რუსეთში", "რუსეთი მკვლელია" , - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ქუთაისში მცხოვრები უკრაინის მოქალაქე და ქუთაისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინა მესამე დღეა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ბოლო მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულია 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაჭრილია 1 115 ადამიანი, მათგან 33 ბავშვი.

Print