ახალი ამბები
"დადგა გადამწყვეტი მომენტი, როცა უკრაინა უნდა შევიდეს ევროკავშირში" - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს.

პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ სწორედ ახლა დგას გადამწყვეტი მომენტი, როცა უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.

"დადგა გადამწყვეტი მომენტი, როცა მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში",
- განაცხადა ზელენსკიმ.

მან მიმართა უკრაინის მხარდამჭერებს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ კიევში ჩასვლისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ რუს ხალხსაც მიმართა და უთხრა მათ, რომ თუ სურთ მეტი რუსი ჯარისკაცი დაბრუნდეს რუსეთში, დაარწმუნონ რუსეთის ხელისუფლება, რომ ომი შეწყვიტოს.

"ვისაც შეუძლია უკრაინის დაცვა, გააკეთეთ ეს. უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც სურს შეუერთდეს უკრაინის დაცვას, ჩამოდით, ჩვენ მოგცემთ იარაღს. მივმართავ რუს ხალხს, რაც მალე ეტყვით თქვენ ხელისუფლებას, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, მით მეტი თქვენი ადამიანი გადარჩება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ბევრი მოქალაქე შოკირებულია რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით. უბრალოდ, შეაჩერეთ ისინი, ვინც იტყუება", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული ჯარი გმირულად იგერიებს რუსი სამხედროების შეტევებს ყველა მიმართულებით.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. მესამე დღეა უკრაინაში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი