ახალი ამბები
,,თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი''- უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი
FaceBook
რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, დაჭრილია 1 115 ადამიანი, მათგან 33 ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.

26 თებერვლის დილის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი ყველა პოზიციაზე ღირსეულ პასუხის იღებს და მძიმე დანაკარგები აქვს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ძალები დანებებას არ აპირებენ.

უკრაინა მესამე დღეა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს.





Print